პენელოპა კრუზის აქტიური ცხოვრება, ახალი კონტრაქტები, როლები და ფოტოსესიები(VIDEO

პენელოპა კრუზის აქტიური ცხოვრება, ახალი კონტრაქტები, როლები და ფოტოსესიები(VIDEO

მომხიბვლელი ესპანელი მსახიობი პენელოპა კრუზი არა მხოლოდ ოჯახზე, მეუღლესა და შვილზე ზრუნვითაა დაკავებული, არამდ აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებასაც ეწევა და  დრო თავისი სამსახიობო და სამოდელო კარიერისთვის მუდამ  რჩება.  უფრო მეტიც, ხცოტა ხნის წინ პენელოპამ ქალის თეთრეულის საკუთარი ხაზიც გახსნა. როგორც ჩანს, მას ძალიან მოსწონს ბევრი მუშაობა. ამას  მსახიობის  ამ კვირის ფოტოსესიები და კონტრაქტებიც მოწმობს.

პენელოპა კრუზი აქსესუარების ესპანური ბრენდის  Loewe -ს სარეკლამო სახე გახდა. კომპანია Loewe-მ მასთან გრძელვადიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა. მსახიობი დღეიდან  ბრენდის ტყავის აქსესუარების რეკლამას გააკეთებს. Loewe-ს ჩანთებს, საფულეებსა და  სამაჯურებს აქამდე ცნობილი სუპერმოდელები წარმოადგენდნენ, მათ შორის,-  ჟიზელ ბიუდხენი, სტეფანი სეიმური, დარია ვერბოვა და სხვა.

პენელოპა კრუზი მალე Campari-ის  კალენდარსაც დაამშვენებს.  ფოტოსესიაშიც მსახიობი წითელი ფერის, მოკლე და გრძელ კაბებში, სხვადასხვა, რეკვიზიტებთან ერთად პოზირებს.  ფოტოებზე ის ექსტავაგანტულია და რეკვიზიტები, კი ფოტოებს მისტიურ ელფერს აძლევს. (მათ შორის ცოცხალი რეკვიზიტებიცაა, მაგ: კატები,ფრინველები და ა.შ,)  კალენდარი 9 999 ეგზემპლარად დაიბეჭდება და მთელ მსოფლიოს მოიცავს. ამ კალენდრისთვის თავის დროზე, პოზირებდნენ სელმა ჰაიეკი, ევა მენდესი, ჯესიკა ალბა, მილა იოვოვიჩი და ა.შ.

აღსანიშნავია, ისიც რომ შემოთავაზება სარეკლამო სამყაროში პენელოპა კრუზის დამ მონიკამაც მიიღო, რომელიც უკვე გადაიღეს ახალი ბრენდის  Agent Provocateur-ის თამამ ფოტოსესიაში.

რაც შეეხება პენელოპას სამსახიობო კარიერას, ის  რიდლი სკოტის ახალ ფილმში ითამაშებს. ფილმის სახელწოდებაა „კონსულტანტი“ და სამსახიობო ჯგუფში კრუზის გარდა,  მაიკლ ფასბინდერი, ბრეტ პიტი, კამერონ დიასი და პენელოპა კრუსის მეუღლე, ხავიერ ბარდემიც შედიან. ისინი ერთად მონაწილეობდნენ ვუდი ალენის ფილმში „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“(2008).