დავით ბერძენიშვილი: დაკავებებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბარი ზედმეტია

დავით ბერძენიშვილი: დაკავებებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბარი ზედმეტია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძნიშვილი მიიჩნევს, რომ  პროკურატურას შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით, კონკრეტულ საქმეებზე აქვს კითხვები, რაც ბუნებრივი პროცესია.

როგორც  from.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, უმცირესობაში გადასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეტყობა საკუთარი უსაფრთხოების პრობლემები ძალიან აშინებს.

მისი თქმით, შეიძლება სოდი-სა და კუდი-ს ზოგიერთ თანამშრომელს ბრალი წაუყენონ, ზოგი კი, უბრალოდ დაკითხონ, შესაბამისად, პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბარი ზედმეტია.

„პროკურატურას კონკრეტულ საქმეებზე აქვს კითხვები, რაც ბუნებრივი პროცესია და შეუძლებელია ეს ანგარიშსწორებად შეაფასო. თუმცა, როგორც ჩანს, შეშინებული ადამიანები საკუთარი უსაფრთხოების დაცვას ცდილობენ“, - დასძინა ბერძენიშვილმა.