საფრანგეთის პრემიერმინისტრის ჟან-მარკ ეიროს განცხადებით, ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის ევროკრიზისის შემდეგი მსხვერპლი არ გახდეს. ეს განცხადება ეირომ გერმანიაში კანცლერ ანგელა-მერკელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„საფრანგეთი და გერმანია თანხმდებიან იმაზე, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში თანამშრომლობისთვის. ჩვენ ძლიერი საფრანგეთი გვინდა, საფრანგეთს ძლიერი გერმანია სჭირდება, ასე რომ ჩვენ ერთად ძლიერ ევროპას შევქმნით“,-განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მხარეებმა განიხილეს გერმანიის ფინანსური სიტუაცია, რის გარეშეც ევროკავშირი ბერძნებისთვის ტრანშის გამოყოფას ვერ შეძლებს.