ფილიპ გორდონი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან გამართავს

ფილიპ გორდონი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან გამართავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი  საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს.

14:00 საათზე ფილიპ გორდონი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, ხოლო 17:00 საათზე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს შეხვდება.

როგორც აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, თბილისში ყოფნისას სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას, რომ აშშ-ი ერთგულია აშშ–საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების, რაც გამოიხატება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების, აგრეთვე საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერაში.

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი   თბილისის გუშინ ეწვია.