ვაჟა ლილუაშვილისა და შოთა ხიზანიშვილის დაკითხვის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ვაჟა ლილუაშვილისა და შოთა ხიზანიშვილის დაკითხვის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ვაჟა ლილუაშვილისა და შოთა ხიზანიშვილის დაკითხვის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ მუშაკთა მიმართ. აღნიშნულ საქმეზე დღეს, 15 ნოემბერს, მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარებულნი არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილი. დაკითხვას ესწრება ხიზანიშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი" - ნათქვამია განცხადებაში.