მინაშვილის  განცხადებით, შოთა ხიზანიშვილი მოწმის სტატუსით იკითხება

მინაშვილის განცხადებით, შოთა ხიზანიშვილი მოწმის სტატუსით იკითხება

თბილისის მერის და შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი ამ წუთებში საქართველოს მთავარ პროკურატურაშია.

მთავარ პროკურატურაში მისი მოწმის სტატუსით დაკითხვა მიმდინარეობს.

ამის შესახებ,  საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხიზანიშვილი მოწმის სტატუსით იკითხება, თუმცა რა საქმეზე, მას ინფორმაცია რა აქვს.

„ადვოკატი ჰყავს, თუმცა ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით არ გვაქვს.ჩემი ვარაუდით, ეს იმ საქმეებთანაა დაკავშირებული, რომელიც  გუშინ  გაჟღერდა. ვგულისხმობ,  შს სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გავრცელებულ ინფორმაციას, მათ დაკავებას, ესაა ჩემი ვარაუდი. ჯერ-ჯერობით სხვა არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია“, - განაცხადა მინაშვილმა.