„მაგნიტსკის სიაზე“ რუსეთს სასტიკი რეაქცია ექნება

„მაგნიტსკის სიაზე“ რუსეთს სასტიკი რეაქცია ექნება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის,  ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებით, რუსეთი ძალიან მკაცრ რეაგირებას მოახდენს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ ე.წ „მაგნიტსკის სიაზე“, რომელსაც კონგრესმა ხვალ უნდა უყაროს კენჭი.

„ჩვენ რა თქმა უნდა უპასუხოდ არ დავტოვებთ ამერიკის მიერ ანტირუსულ ჯექსონ-ვენიკის შესწორების გაუქმების ინიციატივას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სავიზო და ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს. ჩვენ მკაცრად და სასტიკად რეაგირება მოგვიწევს“,-განაცხადა ლუკაშევიჩმა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი აპირებს ხვალ უყაროს კენჭი ე.წ „მაგნიტსკის სიას“-იურისტ სერგეი მაგნტისკის საპატიმროში მკვლელობასთან დაკავშირებული რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ შემოღებულ სავიზო და ფინანსურ სანქციებს.