ნატო-ს  სამხედრო კომიტეტის ვიზიტი 2013 წლის დასაწყისში გაიმართება

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი 2013 წლის დასაწყისში გაიმართება

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი 2013 წლის დასაწყისში გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

განცხადების თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს შეხვედრა გამართა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ კნუდ ბარტელსთან.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებს შორის დიალოგი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

„შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები,  საქართველოს მონაწილეობა ISAF-ის მისიაში და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. თუმცა, განხილვის მთავარი თემა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტი იყო. მხარეთა გადაწყვეტილებით,  ალიანსის მაღალი რანგის სამხედროები საქართველოს 2013 წლის პირველ ნახევარში ესტუმრებიან. სამხედრო კომიტეტის ვიზიტის დაგეგმვის პროცესი უკვე დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.