ერიკ კლეპტონის მაჯის საათი 3,6 მილიონ დოლარად გაიყიდა (VIDEO)

ერიკ კლეპტონის მაჯის საათი 3,6 მილიონ დოლარად გაიყიდა (VIDEO)

ცნობილი ინგლისელი მუსიკოსის ერიკ კლეპტონის  შვეიცარიული მაჯის საათი, ჟენევაში Christie's-ის აუქციონზე 3,6 მილიონ დოლარად გაიყიდა.

საათი კომპანია Patek Philippe-ს მიერ, 1987 წელსაა შექმნილი, მისმა ახალმა მფლობელმა აზიიდან, ანონიმად დარჩენა ისურვა.

„მუდმივი კალენდრით“ და მთვარის ფაზებით პლატინის საათი ადრეც გაყიდულა Christie's-ის აუქციონზე, კერძოდ 1989 წელს. მაშინ ნივთში 250,9 ათას დოლარი გადაიხადეს. როგორც აუქციონის სახლის წარმომადგენლები აცხადებენ, კლეპტონი ამ ფაქტის შემდეგ  Patek Philippe-ის პლატინის საათებს დაუდარაჯდა, თუ როგორ და რამდენად ყიდულლობდა ის მათ, უცნობია.

ცოტა ხნის წინ, მომღერალმა თანამედროვე გერმანელი მხატვრის გერჰარდ რიხტერის „აბსტარქტული ფერწერა“ Sotheby's-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად 34,2 მილიონ დოლარად გაიყიდა.

67 წლის კლეპტონი აუქციონის სახლების ხშირი სტუმარია. მან 2011 წელს Bonhams-ის აუქციონზე საკუთარი გიტარები 2,15 მილიონ დოლარად გაყიდა.