საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებით, ცვლილებები მომზადდა

საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებით, ცვლილებები მომზადდა

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმად,  საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებულნი ხდებიან, მათი საბიუჯეტო პროექტები და საშტატო ნუსხები ფინანსთა სამინისტროსთან შეათანხმონ.

ცვლილებების ინიცირება პარლამენტში უკვე მოხდა და მისი ავტორი ფინანსთა სამინისტროა.

ცვლილებებით, მთავრობას  უფლებამოსილება ენიჭება, იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ნუსხა განსაზღვროს, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან თავიანთი წლიური ბიუჯეტები და საშტატო ნუსხები ფინანსთა სამინისტროსთან შეათანხმონ.

ასევე პროექტით, მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელი იქნება ამ ორგანიზაციების ანგარიშებზე არსებული თავისუფალი ნაშთის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვა.