ალექსანდრე ხეთაგური კომპანია Itera Georgias-ს გენერალურ დირექტორად დაინიშნა

ალექსანდრე ხეთაგური კომპანია Itera Georgias-ს გენერალურ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური კომპანია Itera Georgias-ს გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის შვილობილმა კომპანიამ Alphard (Gas) Holding BV დაასრულა გარიგება, რომლის შედეგადაც საქართველოს ტერიოტრიაზე ნავთობისა და გაზის კომპანია შპს „იტერას" კუთვნილი გაზგამანაწილებელი აქტივები შეიძინა.

„ნიშნული აქტივები მოიცავს 10 გაზგამანაწილებელ კომპანიას: სს „ქუთაისიგაზი", სს „რუსთავიგაზი", სს „გორიგაზი", სს „კასპიგაზი", სს „ბოლნისიგაზი", სს „თეთრიწყაროგაზი", სს „ბორჯომიგაზი", სს „თერჯოლაგაზი", სს „სამტრედიაგაზი", სს „ვანიგაზი". Alphard (Gas) Holding BV გეგმავს, გააუმჯობესოს მოსახლეობისათვის მიწოდებული მომსახურეობა, უზრუნველყოს გაზის უწყვეტი მიწოდება არსებული აბონენტებისათვის და შექმნას შესაბამისის პირობები გაზის ქსელში ახალი აბონენტების ჩასართავად შეძენილი გაზგამანაწილებელი კომპანიების მოქმედების არეალში" - აცხადებენ „სოკარში".

ალექსანდრე ხეთაგური გარდა ფინანსთა მინისტრობისა, იყო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრიც 2007-2012 წლებში, მანამდე კი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.