ფილიპ გორდონი დღეს საღამოს  საქართველოს ეწვევა

ფილიპ გორდონი დღეს საღამოს საქართველოს ეწვევა

საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი საქართველოს დღეს საღამოს ეწვევა. ტურნეს ფარგლებში, გორდონი საქართველოს შემდეგ ავსტრიას, გერმანიასა და ბელგიას ესტუმრება.

საელჩოს ინფორმაციითვე, ფილიპ გორდონი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს.

„თბილისში ყოფნისას სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას, რომ აშშ ერთგულია აშშ–საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების, რაც გამოიხატება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების, აგრეთვე საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერაში“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.