ჰანეს სვობოდა: დასახული მიზნების მისაღწევად საჭიროა ამ პროგრესის არა მარტო შენარჩუნება, არამედ გაგრძელებაც

ჰანეს სვობოდა: დასახული მიზნების მისაღწევად საჭიროა ამ პროგრესის არა მარტო შენარჩუნება, არამედ გაგრძელებაც

პრეზიდენტის ადმინისტრაციის  ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ჰანეს სვობოდასაც შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები იყო. მხარეებმა ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს.

ჰანეს სვობოდას განცხადებით, ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და დასახული მიზნების მისაღწევად საჭიროა ამ პროგრესის არა მარტო შენარჩუნება, არამედ გაგრძელებაც.

ამასთან, შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ყურადღება ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ ცვლილებებზეც გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ დაწყებული რეფორმები არ უნდა შეჩერდეს.

ჰანეს სვობოდას თქმით, დემოკრატიის თვალსაზრისით, საქართველო უკვე გახდა სამაგალითო ქვეყანა.