2600 ფერადი საჰაერო ბუშტისგან  აგებული ჰობიტის სახლი(VIDEO)

2600 ფერადი საჰაერო ბუშტისგან აგებული ჰობიტის სახლი(VIDEO)

კითხვაზე, თუ რას გააკეთებდით 2600 ბუშტითა და ბევრი თავისუფალი დროით, სამი შვილის მამამ ჯერემი ტელფორდმა ყველაზე ორიგინალურად უპასუხა,- „გავაკეთებდი ჯ.რ რუელ ტოლკინის პერსონაჟის, ჰობიტის ოთახს.“

34 წლის მხატვარი და სკულპტორი, იუტას შტატიდან, საჰაერო ბუშტების პროფესიონალი ჯერემი 3 დღის განმავლობაში, 40 საათი მუშაობდა, რომ თავისი სახლის სასტუმრო ოთახი ჰობიტის სახლის ოთახს დამსგავსებოდა. სამშენებლო მასალად გამოიყენა მხოლოდ ბუშტები, სამუშაო იარაღად კი, მხოლოდ  ხელის ნასოსი. ოთახში ყველაფერი ბუშტებისგან გაკეთდა. იქნება ეს,  ჭაღი, სავარძლები, ბხარი,  ხილის  ლანგარი და ვაშლებიც კი.

ტელფორდი ამბობს, რომ დიდი ხანია სურდა, შეექმნა რამე „ჰობიტიდან“ – „მე და ჩემი მეუღლე, რამდენიმე დღე განვიხილავდით ამ საკითხს, ჰობიტის ოთახის დეკორირებისთვის ჩვენი სასტუმრო ოთახი ავარჩიეთ. შემდეგ  ავეჯის დიდი ნაწილი გატანა მოგვიწია. თავდაპირველად მე-18 საუკუნის  ინგლისური ავეჯის სტილი შევისწავლე, შემდეგ კიდევე რთხელ გადავიკითხე „ჰობიტი“ და საქმესაც შევუდექი.“

ტელფორდმა ჯერ ჰობიტის ოთახის თავისი ვერსიისთვის მაკეტი შექმნა და იდეის განხორციელებასთან ერთად პროცესის ვიდეოგადაღებაც დაიწყო, რეზულტატში ვიდეოც  საინტერესო გამოვიდა და ოთახიც.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პროფესიონალი სკულპტორი, საჰაერო ბუშტებისგან ამბიციურ პროექტს აკეთებს. მან უკვე შექმნა  სტეგოზავრისა და ტირანოზავრის კოპიო. 2002 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე  კი, საჰაერო ბუშტებისგან შექმნილი მოტოციკლიც წარმოადგინა.