"რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად ნიკა გვარამია დაინიშნა

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით, არხის ახალ გენერალურ დირექტორად ნიკა გვარამია დაინიშნა.

ყოფილი გენერალური დირექტორი - გიორგი გეგეშიძე - რჩება არხის 9% წილის მფლობელად და, დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.