მე-7 დაწესებულებაში ბაჩო ახალაიას საკანი ფეკალიებით დაიტბორა, რის გამოც მისი

მე-7 დაწესებულებაში ბაჩო ახალაიას საკანი ფეკალიებით დაიტბორა, რის გამოც მისი "ევაკუაცია" განხორციელდა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას  გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებაში გადაყვანა, მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით არ მომხდარა.

როგორც From.ge-სთვის გახდა ცნობილი, გლდანის  ციხეში კანალიზაციის მილები დაზიანდა, რამაც სარდაფის, სადაც ახალაია ყავდათ მოთავსებული და ასევე სასადილო  მდებარეობდა, ფეკალიებით დატბორვა გამოიწვია. ამის გამო, სამინისტრო იძულებული გახდა განსაკუთრებული პატიმრის „ევაკუაცია“ მოეხდინა.  თუმცა, სასჯელასრულების სამინისტრომ ამ ინფორმაციის გახმიანებისგან, ალბათ გარკვეული უხერხულობის გამო თავი შეიკავა.

ბაჩო ახალაიას გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებაში ე.წ. კანონიერ ქურდებთან გადაყვანის შესახებ კომენტარისას სამინისტრომ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა:

„მე-7  დაწესებულებაში ახალაიას გადაყვანა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა. ის გაძლიერებული დაცვის ქვეშ იქნება. ამასთან, ბაჩო ახალაია სამარტოო საკანში განთავსდება და დაწესებულების შესაბამის სართულზე, მის გარდა სხვა პატიმარი არ იქნება" - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.