უსუფაშვილი: აუდიტის სამსახურს საკუთარ ფუნქციებს დავუბრუნებთ

უსუფაშვილი: აუდიტის სამსახურს საკუთარ ფუნქციებს დავუბრუნებთ

ახალი ხელისუფლება აუდიტის სამსახურს საკუთარ ფუნქციებს დაუბრუნებს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მომავალ კვირას, აუდიტის ჩამტარებელი კომისია შეიქმნება, რომელიც პირველ რიგში, ლაშა თორდიას უწყებას შეამოწმებს.

„ძველი ხელისუფლების პირობებში, აუდიტის სამსახური ყველა ფუნქციას ითავსებდა“, - დასძინა სპიკერმა.

სხდომაზე, აუდიტის სამსახურის შესახებ ერთ-ერთი არასამთავრობოს წარმომადგენელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ვინაიდან, აუდიტის სამსახური სისხლის სამართლის დანაშაულებს სჩადიოდა, მის განვლილ საქმიანობას ყურადღება თუ დაეთმობა.