უსუფაშვილი: ორ ხელისუფლებიანობაზე პრეზიდენტის განცხადება - სახიფათოა

უსუფაშვილი: ორ ხელისუფლებიანობაზე პრეზიდენტის განცხადება - სახიფათოა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ორ ხელისუფლებიანობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბრიუსელში გაკეთებული განცხადება სახიფათოა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, უსუფაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხის კომენტირებისგან, მან გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე თავი შეიკავა.

„პრეზიდენტისგან სახიფათო განცხადება მოვისმინეთ. თუ მაგ ტიპის აზრები ვინმეს აქვს, ამ აზრებისგან გათავისუფლება ძალიან სწრაფად არის საჭირო“, - დასძინა მან.