უსუფაშვილი: პარლამენტის თბილისში დაბრუნებისთვის სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს

უსუფაშვილი: პარლამენტის თბილისში დაბრუნებისთვის სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, რომ საკანონმდებლო ორგანო თბილისში რუსთაველის გამზირზე დაბრუნდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე,  სპიკერმა პარლამენტის შენობის მშენებლობის პროცესზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ახალი პარლამენტის მშენებლობა 345 მლნ ლარი უკვე დაჯდა და მის დასრულებას დამატებით 15-20 მლნ ლარი სჭირდება.

„თბილისის შენობის საკითხს ვსწავლობთ და სამართლებლივი მხარე გვარდება.  უახლოესი რამდენიმე თვე აქ ვიქნებით, მერე ვნახავთ საქმე როგორ წავა. კომუნიკაციის პრობლემები წარმოიშვა. აქამდე შაბათ-კვირას შეხვედრას არავინ მინიშნავდა, ახლა კი  შეხვედრის დანიშვნას ყველა  შაბათ-კვირას ცდილობს,  რადგან ერთ საათიანი შეხვედრისთვის, მათ მთელი დღე მგზავრობა მოუწევთ“, - დასძინა სპიკერმა.