როლანდ ახალაია: ეს სახელმწიფო ტერორია, რომელსაც სათავეში სუბარი უდგას

როლანდ ახალაია: ეს სახელმწიფო ტერორია, რომელსაც სათავეში სუბარი უდგას

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მამის როლანდ ახალაიას განცხადებით, ის რაც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ხორციელდება,  სახელმწიფო ტერორია, რომელსაც სათავეში სასჯელაღსრულების მინისტრი უდგას.

„ბაჩო №7 სასჯელაღსულების დაწესებულებაში  გადმოიყვანეს იმიტომ,  რომ მასზე ქურდებმა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა  მოახდინონ.  ეს  პირდაპირ  სახელმწიფო  ტერორია, რომელსაც სათავეში  ამ შემთხვევაში,  დღესდღეობით,  სოზარ სუბარი უდგას. სუბარი, რომელიც ნახევრად ლოთი დადის სამსახურში და როდის,  დათვრება და როდის,  რა გადაწყვეტილებას მიიღებს კაცმა არ იცის.  ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მასთან მიმართებაში საკანში წუხელ  ქურდები მოძრაობდნენ. ეს შურისძიებაა“, - განაცხადა როლანდ ახალაიამ.

მისივე თქმით, 30 წელი პროკურორად მუშაობდა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროცესუალური დარღვევები და ადამიანების  დაკავება, როგორც ახლა აკავებენ, არ უნახავს.

„ეს გაუგონარი ამბავია. ასეთი რაიმე, კომუნისტების დროსაც არ ყოფილა“, - განაცხდა როლანდ ახალაიამ.