დავით ებრალიძე: სოციალური დაპირებები ერთ მუხლად გაწერილი არ დარჩება

დავით ებრალიძე: სოციალური დაპირებები ერთ მუხლად გაწერილი არ დარჩება

მთავრობის სოციალური დაპირებების დაფინანსება ერთ მუხლად გაწერილი არ დარჩება და 30 ნოემბრისთვის ჩამოყალიბებული სახით შევა პარლამენტში.

ამის შესახებ დღეს for.ge-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ გააკეთა.

მისი თქმით, სოციალური დაპირებების ცალკე მუხლად ჩამოყალიბება, დროებით, საბოლოო ვერსიის შემუშავებამდე მოხდა.

„ბიუჯეტს ბოლომდე დასრულებული სახე არ აქვს. კანონმდებლობით ვალდებულება იყო, რომ 5 ნოემბერს ბიუჯეტის მეორადი, გადამუშავებული ვარიანტი შესულიყო პარლამენტში. ვინაიდან, ახალ მთავრობას ძალიან ცოტა დრო ჰქონდა ბიუჯეტზე სამუშაოდ, მისი ბოლომდე გაწერა ვერ მოხერხდა. დროებით გამოიძებნა რესურსი, თუ რა სახსრებით დაფინანსდება სოციალური დაპირებებები, რაც ამ ეტაპისთვის დაახლოებით 750 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა, ეს არ  ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში, სოციალური დაპირებების დაფინანსება ერთ მუხლში იქნება თავმოყრილი, ის უბრალოდ ამ ეტაპზე ერთ მუხლად არის ჩამოყალიბებული. საბოლოოდ, იგი სხვადასხვა პროგრამებში გაიწერება. 30 ნოემბრისთვის, როდესაც მთავრობა პარლამენტში საბოლოო ვარიანტს შეიტანს, მას უკვე დასრულებული სახე ექნება“ - განაცხადა