ივანიშვილი: რასმუსენს მივეცი პირობა, რომ საქართველოში შერჩევითი  არა, მაგრამ  სამართალი იქნება

ივანიშვილი: რასმუსენს მივეცი პირობა, რომ საქართველოში შერჩევითი არა, მაგრამ სამართალი იქნება

"ჩვენ ვარწმუნებთ გენერალურ მდივანს, რომ  დაპატიმრებები  პოლიტიკური დევნა არ იყო“,- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფორ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ,  ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ „ჩვენც ვწუხვართ, რომ ახალი ხელისუფლება იძულებული იყო,  მსგავსი დაპატიმრებები განეხორციელებინა.

ივანიშვილის თქმით,  მისი პირადი პოზიცია ნატო-ს გენერალური მდივნის მოსაზრებას ემთხვევა და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება დაუშვებელია.

„თუ მას მიეცემა პოლიტიკური დევნის ნიშანი, ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ის, რომ ძველი ხელისუფლება ცდილობს, ამას მისცეს პოლიტიკური დაკვეთის ნიშანი, ეს მათი პრობლემაა და ეს იოლი დასამტკიცებელი არ იქნება, რადგან დანაშაული დამტკიცებული იქნება. ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი და ყველასთვის გასაგები იქნება. აბსოლუტურად იდენტურია გენერალური მდივნის და ჩემი პოზიცია,  რომ არ უნდა მოხდეს პოლიტიკური დევნა და არ უნდა დაისვას მსგავსი კითხვები არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. მე მივეცი ამის პირობა, რომ არ იქნება შერჩევითი სამართალი საქართველოში, მაგრამ სამართალი იქნება. ვინც დააშავებს და ვისაც აქვს კანონდარღვევა, ის აუცილებლად დაისჯება“, - განაცხადა ივანიშვილმა.