თელასის თანამშრომლებმა შიმშილობა დაიწყეს

თელასის თანამშრომლებმა შიმშილობა დაიწყეს

სააქციო საზოგადოება "თელასიდან" გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა, რომლებიც სამსახურში აღდგენას მოითხოვენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს.

შიმშილობა საპროტესტო აქციის სამმა მონაწილემ დაიწყო. მათი განცხადებით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება.

"თელასის" წინ გამართულ აქციაში მოქმედი თანამშრომლებიც მონაწილეობენ და აცხადებენ, რომ 125 ადამიანი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს .ისინი აღნიშნავენ, რომ კომპანიის ახალი ხელმძღვანელისგან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნების პირობა მიიღეს, თუმცა დანაპირები ხელმძღვანელობამ ჯერ არ შეასრულა.