ქუცნაშვილი ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს მოუწოდებს ახალაიასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადაამოწმოს

ქუცნაშვილი ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს მოუწოდებს ახალაიასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადაამოწმოს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ როგორც ყველა პატიმრის, ასევე ყოფილი ძალოვანი მინისტრის, ბაჩო ახალაიას უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.

როგორც from.ge-ს ქუცნაშვილმა განუცხადა, ის არ ფლობს ინფორმაციას, რომ შესაძლოა ახალაია კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების საკანში იყოს გადაყვანილი.

კანონმდებელი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს მოუწოდებს ეს ინფორმაცია გადაამოწმოს.

„ეს საკითხი გადაწმომებას ექვემდებარება. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ნებისმიერი ადამიანის უსაფრთხოება დაიცვას. მათ შორის ახალაიასი“, - დასძინა ქუცნაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბაჩო ახალაია გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების მე-7დაწესებულებაში გადაიყვანეს.