დავით საგანელიძე: ყველაფერი ერთი კაცის პოხონდრიაზე  იყო მიმართული

დავით საგანელიძე: ყველაფერი ერთი კაცის პოხონდრიაზე იყო მიმართული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით, საქართველოში ნაგებობები იმის მიხედვით არ აიგება, ვინ თუ რას სიზმარს ნახავს.

როგორც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, საგანელიძემ განაცხადა, ძველი ხელისუფლების პირობებში, ყველაფერი ერთი კაცის პოხონდრიაზე  იყო მიმართული.

 მისი თქმით, ოპონენტები უნდა მორჩნენ იმაზე საუბარს, რომ თითქოს ახალი მთავრობა მშენებლობების გაჩერებას აპირებს.

„ნეტა კოლექტიური მმართველობა ყოფილიყო, ამ ვითარებამდე არ მოვიდოდით.  არცერთი მშენებლობა არ გაჩერდება. ხიდებიც აშენდება და ის გაურკვეველი შენობაც, რომელიც  რიყეზეა. ისიც იცით, თუ სად ვართ პარლამენტში დახუფულები.  რაღაცეებს თქვენსავით არ ავაფეთქებთ, რომ შადრევანი გავაკეთოთ. ამ სიტყვებს ნუ ატრიალებთ.  ერთი კაცის ან ხუთი კაცის ხასიათზე ის ნაგებობები არ აიგება, რომელიც ვინმეს  დაესიზმრება“, - დასძინა საგანელიძემ.

ამასთან, საგანელიძე მიხეილ მაჭავარიანის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც უმცირესობის წევრი დაინტერესდა თუ რამდენით გაიზრდება ოთხი წლის თავზე ბიუჯეტი.

„ბატონო მიხეილ, შემოსავლების მინისტრი თქვენ იყავით და თქვენს დროს რამდენი იყო ბიუჯეტი?“, - განაცხადა საგანელიძემ.