სოსო ცისკარიშვილი: შეგვიძლია მივულოცოთ  პრეზიდენტს, რომელმაც საქმეში ჩაუხედავი ნატოელებისთვის სიტუაცია დამაჯერებლად აღწერა

სოსო ცისკარიშვილი: შეგვიძლია მივულოცოთ პრეზიდენტს, რომელმაც საქმეში ჩაუხედავი ნატოელებისთვის სიტუაცია დამაჯერებლად აღწერა

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის შეხვედრის შემდეგ, გაკეთებული განცხადებების შეფასებისას, აცხადებს, რომ ანდრეს ფოგ რასმუსენს სარწმუნო ინფორმაციის მოპოვებამდე, ასეთი მწვავე შეფასებისგან თავი უნდა შეეკავებინა.

„ბატონ რასმუსენს დაავიწყდა,  რომ ის ამ ინფორმაციას იღებდა ოპოზიციის ლიდერისგან და არა ქვეყნის პრეზიდენტისგან, რადგან თავისთავად ის გაუგებრობა,  რომელშიც  ჩვენი ქვეყანა მოექცა  სააკაშვილისეული კონსტიტუციის უთავბოლობითაა შექმნილი. ამდენად,  მას რა საკვირველია, ვიდრე  სარწმუნო ინფორმაციას არ მოიპოვებდა ასეთი მწვავე შეფასებისგან თავი უნდა შეეკავებინა. საბოლოო ჯამში,  ზოგი ჭირი მარგებელიაო,  ჩვენ ვრწმუნდებით,  რომ მომავალში ყველგან საქართველოს ჯერ კიდევ პრეზიდენტს ექნება საშუალება და  ის გააგრძელებს ქვეყნის დისკრედიტაციას,  როგორც დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი.  შესაბამისად,  გაერკვევიან რა, სიტუაციაში ჩვენი დასავლელი მეგობრები ამ დეზინფორმაციის უკუგდებას  მარტივად მოახერხებენ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

როგორც ცისკარიშვილი from.ge  -სთან საუბარში აღნიშნავს, რასმუსენს ვერ წარმოედგინა, რომ ადამიანი, რომელიც  საქართველოს უდიდეს წარმატებებზე მუდმივად საუბრობდა,  ახლა მიეწოდა  ინფორმაცია, რომ ეს წარმატებული პოლიტიკური ძალა დღეს,  დევნის საგანია.

„რასმუსენის მცდელობა,  შეეფასებინა  ქვეყანაში  სიტუაცია,  უპირველეს ყოვლისა,  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით რეზოლუციაზეც ნეგატიურად აისახა. ამდენად,  შეგვიძლია მივულოცოთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დამაჯერებლად აღწერა სიტუაცია საქმეში ჩაუხედვი ნატოელებისთვის და იმდენად დიდია უკმაყოფილება რასმუსენის ამ განცხადების გამო, თავად ქართველ  საზოგადოებაში,  ვფიქრობ,  უპრიანი იქნებოდა,  სააკაშვილი, ეს გზააბნეული პოლიტიკოსი რაიმე ბოდიშის  მოხდით წარმსდგარიყო  ქართველი საზოგადოების წინაშე. სხვა მხრივ,  ჩვენ მხოლოდ ვაზარალებთ  ჩვენი ქვეყნის სწრაფვას ნატოსკენ, რადგან ჩვენ ნატო მიგვაჩნია სამართლიანობის სიმბოლოდ და არა  მარტივად მოსატყუებელი, ერთი ცრუ პოლიტიკოსის მიერ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.