რამზან კადიროვის და იუნუს-ბეკ ევკუროვის „დუელი“ გრძელდება

რამზან კადიროვის და იუნუს-ბეკ ევკუროვის „დუელი“ გრძელდება

ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ლიდერებს შორის ურთიერთობა ისევ დაძაბულია. ამჯერად, კადიროვის  უკმაყოფილება ინგუშეთის ლიდერის ევკუროვის ტერორისტებთან დამოკიდებულებამ გამოიწვია. კადიროვის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ევკუროვმა მოითხოვა დაღუპული ექსტრემისტების ოჯახებისთვის გარდაცვლილები გადაეცათ. 

„ამ ხალხს ჩეჩენი ბავშვების და ქალების სისხლში ხელები იდაყვამდე აქვთ დასვრილი... ევკუროვს ურჩევნია საკუთრ უსაფრთხოებას მიხედოს ქვეყანაში. ბოლო პერიოდში ევკუროვი მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ ელოდება ჩეჩნეთზე რაიმე ინფორმაციას,რომ  გამოეხმაუროს. ალბათ მას ეს თავის პიარ-კამპანიისთვის სჭირდება“,-აცხადებს კადიროვი ჩეჩნეთის ხელისუფლების საიტზე.