რამაზ საყვარელიძე: „ნაც.მოძრაობა“ საზღვარგარეთ  თავის პოლიტიკის სასარგებლო მესიჯების დამკვიდრებას ცდილობს

რამაზ საყვარელიძე: „ნაც.მოძრაობა“ საზღვარგარეთ თავის პოლიტიკის სასარგებლო მესიჯების დამკვიდრებას ცდილობს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის და პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ ვიზიტის შეფასებისას, აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საზღვარგარეთ საკუთარი პოლიტიკის სასარგებლო მესიჯების დამკვიდრებას ცდილობს და აღნიშნავს, რომ  სამწუხარო ფაქტია, რომ ამ ხერხს დასავლეთი ადვილად ემორჩილება.

როგორც საყვარელიძე from.ge - სთან საუბარში აცხადებს, თუ ამჟამიდენლი მთავრობის მიმართ, ამ ხერხს, რაღაც საპასუხო არ დახვდა,  „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ვითარებას მაქსიმალურად გამოიყენებს და მთავრობის დისკრედიტაციას შეეცდება.

„ვიზიტისას „ნაციონალურმა მოძრაობამ“  ის ხერხი გამოიყენა, რომელიც „ვარდების რევოლუციამდე“  საკმაოდ ფართედ ჰქონდა გამოყენებული. ის დიპლომატიურ კორპუს აკონტროლებდა  და დიპლომატიური კორპუსი იმდროინდელი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციისთვისა და „ნაციონალური მოძრაობისის“ რეფორმატორად წარმოჩინებისთვის მუშაობდა. ამან დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ დასავლეთი შემდეგ, ხელისუფლებაში ამ  ჯგუფის  მოყვანას ითხოვდა.  „ნაციონალური მოძრაობა“ საზღვარგარეთ  თავის პოლიტიკის სასარგებლო მესიჯების დამკვიდრებას ცდილობს და ამ შემთხვევაშიც, ასეთ ხერხს მიმართა. ეს  მისთვის უცხო არაა, თუმცა ამ ხერხს, ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან, თუ რაღაც საპასუხო არ დახვდა „ნაციონალური მოძრაობა“ ამას მაქსიმალურად გამოიყენებს. სამწუხარო ფაქტია,  რომ ასეთ მექანიზმს დასავლეთი ადვილად ემორჩილება“, - განაცხადა საყვარელიძემ.