ბაჩო ახალაია: სასამართლოში პროკურატურის არგუმენტები სუსტი იყო,რა მეტყობოდა აქედან გამქცევის?

ბაჩო ახალაია: სასამართლოში პროკურატურის არგუმენტები სუსტი იყო,რა მეტყობოდა აქედან გამქცევის?

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა რა მუხლით დააკავებენ და აღნიშნავს, რომ „აგერ ვარ და, რასაც უნდათ, დამაბრალებენ“.

აღნიშნულის შესახებ ახალაია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

„დაეწყოთ გამოძიება ნებისმიერი კუთხით და მქონოდა გამჭვირვალე პროცესი, - საზოგადოება გაიგებდა, რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ არა!“,- განაცხადა ახალაიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე,  აღკვეთი ღონისძიების შეფარდება სასამართლო პროცესზევე გააპროტესტეს თქვენმა გულშემატკივრებმა და ადვოკატებმა. როგორ შეაფასებდით ზოგადად სასამართლო პროცესს, ახალაია აცხადებს, რომ „სასამართლოში სუსტი იყო პროკურატურის არგუმენტები, რა მეტყობოდა აქედან გამქცევის? ეს პოლიტიკურ ჭრილში განხორციელდა“.

„ნაკლები ინტერესი მაქვს იმის მიმართ, რა ხდება პროკურატურაში, ვინ ვინ და მე ვიცი, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი“, - განაცხადა ახალაიამ.

მისი თქმით,  ეს არის პირველი პოლიტიკური საქმე, რომელიც ამ ხელისუფლებამ დაიწყო, შესაძლოა სხვა საქმეებიც ვიხილოთ.

„ვიღაცეები თვლიან, რომ რადგან საზოგადოების გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვეს, ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ“ ,- აცხადებს  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი.

რაც შეეხება  საქმის არსებითი განხილვას , ახალაიას თქმით,  რა მნიშვნელობა აქვს არსებით განხილვას. „ ვინმეს აქვს ილუზიები, რომ რაიმე სხვანაირად იქნება? რისი იმედი უნდა მქონდეს? მომავლის. ახლა ჩემი ერთადერთი ამოცანაა, რომ ვინმე დარტყმის ქვეშ არ მოვიყოლო...“