გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას უფლებამოსილება შეუჩერდათ

გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას უფლებამოსილება შეუჩერდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას უფლებამოსილება შეუჩერდათ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლითაც მას გუშინ მიმართა. 
შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაური გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.