ქუცნაშვილი: თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით, სამართლებრივი პროცესი მიდის

ქუცნაშვილი: თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით, სამართლებრივი პროცესი მიდის

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, ზაქარია ქუცნაშვილს მიაჩნია, რომ თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებთან დაკავშირებით, სამართლებლივი პროცესები მიდის.

როგორც from.ge -ს ქუცნაშვილმა განუცხადა, საზოგადოება იმას უნდა მიეჩვიოს , რომ სასამართლოს მიერ პროკურატურის ყველა შუამდგომლობა არ იქნება დაკმაყოფილებული, რაც ნორმალურია.

"იმიტომ, რომ სასამართლო არის სასამართლო, მან აღმკვეთი ღონისძიებების სახეები უნდა შეაფასოს. გამოძიების წარმოებისთვის ყველა შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ ადამიანს წინასწარი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უდანაშაულოა. ნორმალური პროცესი მიდის, რასაც სამართლებრივი პროცესი ჰქვია", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს, გიორგი კალანდაძესა და მეოთხე ქვეითი ბრიგადის ყოფილ მეთაურს, ზურაბ შამათავას, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას კი, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.