2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატები- ჰილარი კლინტონი და ჯებ  ბუში-უმცროსი

2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატები- ჰილარი კლინტონი და ჯებ ბუში-უმცროსი

არლინგტონის ამერიკის პოლიტიკური ჟურნალისტიკის ორგანიზაციის -Politico-ს ვარაუდით, 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატები დემოკრატების მხრიდან ჰილარი კლინტონი, ხოლო რესპუბლიკელთა მხრიდან ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი, ჯებ ბუშ-უმცროსი, ჯორჯ ბუშის ძმა  იქნებიან.

ამერიკის ყოფილმა პირველმა ლედიმ ჰილარი კლინტონმა, რომელმაც პრაიმერში ბარაკ ობამასთან წააგო, ბოლო 4 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოლიტიკური რეიტინგი.

რაც შეეხება ჯებ ბუშ-უმცროსს, მასზე  მისი წარმომავლობა, საკმაოდ დიდი საარჩევნო თანხების მობილიზების შესაძლებლობების უნარი და ეთნიკურ მექსიკელებს შორის დიდი პოპულარობა მეტყველებს.

Politico-ს ვარაუდით,კლინტონი-ბუშის წყვილი ჯერჯერობით, მხოლოდ ჰიპოთეტური ვარაუდია, რადგან არ არის ცნობილი მოინდომებს თუ არა კლინტონი ძალების მოსინჯვას საპრეზიდენტო არჩევნებში ან  შეაშინებს თუ არა ჯებ-ს „წინაპართა აჩრდილები“.  „თუმცა,  ადამიანებს ბრენდები უყვართ“,-აღნიშნავენ ექსპერტები.