ათასობით არგენტინელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდა

ათასობით არგენტინელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდა

არგენტინის დედაქალაქის ბუენოს-აირეის მაცხოვრებელი ქუჩაში გამოვიდა და ქვეყნის პრეზიდენტის კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის და მისი მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯები გააპროტესტა. აქციის მონაწილენი ერთმანეთს სოციალური ქსელების მეშვეობით დაუკავშირდნენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი დაიღალნენ ინფლაციის ზრდით, დანაშაულებათა რიცხვის ზრდით და მაღალჩინოსანთა კორუმპირებულობით.

კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი გასულ წელს პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ აირჩიეს, თუმცა მას შემდეგ მოსახლეობის უკმაყოფილება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ინფლაციის დონე 12%-ს შეადგენს, თუმცა აცხადებენ, რომ ის სინამდვილეში ბევრად მეტია.

მსოფლიო  სავალუტო ფონდმა არგენტინის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ თუ ქვეყანა ეკონომიკურ ზრდას არ აჩვენებს და ინფლაციას არ შეაჩერებს, მას დეკემბერში მკაცრი  სანქციები ემუქრება.