კანადელი მილიარდელის დაარსებული პარტია ავსტრიის პარლამენტში არჩევნების გარეშე მოხვდა

კანადელი მილიარდელის დაარსებული პარტია ავსტრიის პარლამენტში არჩევნების გარეშე მოხვდა

ავსტრიული წარმოშობის კანადელი მილიარდელის ფრანკ შტრონახის პარტია „ფრანკ შტრონახი“ ავსტრიის პარლამენტში არჩევნების გარეშე მოხვდა. პარტია კანადელმა მილიარდელმა ექვსი თვის წინ დაარსა, თუმცა მან შეძლო პარლამენტის ხუთი წევრის გადაბირება. საპარლამენტო არჩევნები კი ავსტრიაში 2013 წლის შემოდგომაზე გაიმართება და შტრონახს სურვილი აქვს მასში  მონაწილეობის მიიღოს.

The Toronto Star-ის ინფორმაციით, 80 წლის ფრანკ შტრონახი ავსტრიის ევროკავშირიდან გამოყოფის მომხრეა. იგი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ პარლამენტში მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში საჯარო სამსახურებში  ჩინოვნიკების რაოდენობას შეამცირებს, ხუთი წლის განმავლობაში კი ქვეყანაში გადასახადები 25%-ით დაიკლებს, ასევე სამხედრო ჯარში გაწვევის სავალდებულო წესი ნებაყოფლობითი წესით შეიცვლება.

ფრანკ შტრონახმა გუშინ გააკეთა განცხადება კომპანია Magna Inc-ის კომპანიის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შესახებ,რათა გაექცეს მისიი კომპანიისა და მისი პოლიტიკური საქმიანობის ინტერესთა კონფლიქტს.