სერგეი ბალმასოვი: საქართველო აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ფულის საშუალებით დაიბრუნებს

სერგეი ბალმასოვი: საქართველო აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ფულის საშუალებით დაიბრუნებს

რუსი ბლოგერი და ჟურნალისტი სერგეი ბალმასოვი საქართველოში მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პაატა ზაქარეიშვილის წინადადება რუსეთთან სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის შესახებ, საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძად აქცევს, რადგან ეს პროექტი როგორც თურქეთს, ისე სომხეთს დააინტერესებს.

„ ამ მცდელობით საქართველოს ორბიტაზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება სულაც არ იქნება ფანტასტიკური. ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია რუსეთმა არჩევანი არა გეოპოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ ასპექტებზე გააკეთოს, მაგალითად, როგორც თურქმენეთის გაზის საფასურად პუტინმა ასი ათასი ეთნიკური თურქმენეთის საქმე გადაწყვიტა.

ივანიშვილის მთავრობა მოქნილობას ამჟღავნებს სხვა საკითხებთან მიმართებაშიც. ემზადებოდა რა რუსეთი 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის, ძალიან ბევრი ექსპერტი ფიქრობდა, რომ სააკაშვილი ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, რათა რუსეთის ხელმძღვანელობისთვის ხასიათი გაეფუჭებინა და კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ყველასთვის „რუსეთის მიტაცებული ტერიტორიების შესახებ“.

კარგია, რომ ივანიშვილმა, რომელიც მშვენივრად იცნობს რუსულ სპეციფიკას, ამას ითვალისწინებს. ის, თუ როგორ იქცევა უკვე საქართველოს ახალი ლიდერი, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს კავკასიაში კიდევ უფრო ჭკვიანი, წინდახედული და შეიძლება ითქვას, საშიში კონკურენტიც გაუჩნდა, ვიდრე სწორხაზოვანი და ზედმეტად თავისთავში დარწმუნებული სააკაშვილი“,-წერს ბლოგერი.