მთავრობა ყველა იმ პირის მიმართ იქნება მკაცრი, ვინც ადამიანების უფლებებს ლახავს, მათ შორის, ჯანდაცვის კუთხით.
ამის შესახებ from.ge-ს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მინისტრის მოადგილემ, დავით ლომიძემ განუცხადა.
მისი თქმით, სამინისტროში მედიაციის სამსახური არსებობს და თუ რომელიმე მოქალაქეს, სადაზღვევო კომპანიასთან მიმართებაში, გარკვეული პრობლემები შეექმნა, შეუძლია ამ სამსახურს მიმართოს და არსებულ დავას, ეს სამსახური მოაგვარებს.
ლომიძის განცხადებით, მედიაციის სამსახურის განვითარება და ფუნქციების გაზრდა მოხდება.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ჯანდაცვის ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს.