ამერიკელი ჯარისკაცი Wikileaks-ისთვის  საიდუმლო მასალების გადაცემას აღიარებს

ამერიკელი ჯარისკაცი Wikileaks-ისთვის საიდუმლო მასალების გადაცემას აღიარებს

ამერიკელი ჯარისკაცი ბრედლი მენინგი, რომელსაც ბრალად ედება Wikileaks-ისთვის  ასობით ათასი ფარული დიპლომატიური და სამხედრო გზავნილების გადაცემა, მზად არის ბრალი აღიაროს.

მენინგის ადვოკატმა დევიდ კუმბსმა ეს  განცხადება მერილენდის სასამართლოში წინასწარ მოსმენაზე გააკეთა.

ამერიკელი სამხედროს წინააღმდეგ 22 ბრალდებაა წამოყენებული, მათ შორის ჯაშუშობა და მტრის ხელშეწყობა. ამ ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში მენინგს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ადვოკატის განცხადებით, მენინგი არ აღიარებს ჯაშუშობას და მტრის ხელშეწყობას, თუმცა საიდუმლო დიპლომატიური და სამხედრო დოკუმენტებისთვის გადაცემის აღიარებისთვის მზად არის.

სასამართლო მოსმენა 10 დეკემბერს გაიმართება.