პენიტენციალურ სისტემაში მონიტორინგის მექანიზმების დანერგვის შესახებ ერთობლივი კონფერენცია გაიმართა

პენიტენციალურ სისტემაში მონიტორინგის მექანიზმების დანერგვის შესახებ ერთობლივი კონფერენცია გაიმართა

პენიტენციურ სისტემაში მონიტორინგის მექანიზმების დანერგვისა და განხორციელების შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ერთობლივ კონფერენციაზე იმსჯელეს.

 კონფერენცის მიზანი მონიტორინგის სამოქალაქო საბჭოს საქმიანობის დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. შეხვედრაზე უფლებადამცველებმა 4 პროექტი წარადგინეს, რომელთა განხილვაც რედისონში ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

‘საზოგადოების მთავარი მონიტორინგი არის მთავარი გამოსავალი, რომ არ იყოს წამება, ადამიანის უფლებების დარღვევა და ცხოვრების პირობები იყოს ნორმალური. ამავდროულად ამ მონიტორინგს გააჩნია თავისი სტანდარტები, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო დონეზე და ამ მონიტორინგმა პირველ ეტაპზე დადებითი როლი შეასრულა და ახლა საჭიროა ნელ-ნელა დაიხვეწოს მონიტორინგის მექანიზმები’ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ეს პროექტი შეიცავს 2 ალტერნატივას. ერთი ის, რომ როგორც დამოუკიდებელი რგოლი ისე შეიქმნას , საკანონმდებლო სივრცეში მისი დამაგრება მოხდეს და სახელმწიფოსგან პირდაპირ ფინანსდებოდეს  და მეორე ის, რომ შეიქმნას სახალხო დამცველის აპარატთან და შესაბამისი ცვლილება შევიდეს ორგანულ კანონში სახალხო დამცველის შესახებ. ასევე საქართველოს კანონში ცვლილება უნდა შევიდეს პატიმრობის შესახებ.