ინტერპოლის პრეზიდენტად ქალი აირჩიეს

ინტერპოლის პრეზიდენტად ქალი აირჩიეს

ინტერპოლის პრეზიდენტი 58 წლის ფრანგი მირეი ბალესტრაზი გახდა. ბალესტრაზი აქამდე კურირებდა ორგანიზაციის  ევროპული მიმართულების შიდა საშემსრულებლო კომიტეტს. ამ ინფორმაციას სააგენტო "იტარ-ტასი" ავრცელებს.

მირეი ბალისტრაზმა  1975 წელს პოლიციის კომისრად დაიწყო მუშაობა. მრავალი წლის განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა ქალაქ ბორდოს ბანდიტიზმთან ბრძოლის ჯგუფს, 1990-იან წლებიდან ის კორსიკის ბანდიტიზმთან ბრძოლის  ჯგუფს ჩაუდგა სათავეში სწორედ იმ პერიოდში, როდესაც კორსიკაზე დანაშაულებრივმა ძალადობამ პიკს მიაღწია.  ბოლო ორი წლის განმავლობაში მირეი ბალესტრაზი საფრანგეთის პოლიციაში ფაქტიურად, მეორე ხელმძღვანელის როლს ასრულებს.