კახა კუკავა უმრავლესობის მიერ, დაშვებულ პირველ და უხეშ შეცდომაზე საუბრობს

კახა კუკავა უმრავლესობის მიერ, დაშვებულ პირველ და უხეშ შეცდომაზე საუბრობს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა უმრავლესობის მიერ, დაშვებულ პირველ და უხეშ შეცდომაზე საუბრობს.

კუკავას განცხადებით, უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევისას შეცდომებს უშვებს. ის არ ითვალისწინებს ოპოზიციური პარტიების და ხალხის აზრს.

კუკავა ასევე აღნიშნავს, რომ ხალხის უმრავლესობა მხარს დიმიტრი ლორთქიფანიძეს უჭერს, თუმცა წამყვანი პარტია სახალხო დამცველად პარტიასთან დაახლოებულ პიროვნებას ნინა ხატისკაცს ასახელებს.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს ჩატარდეს სოციოლოგიური კვლევა ამ საკითხზე და ასე გამოვლინდეს კანდიდატის ვინაობა.

„წინა ხელისუფლების პირობებში, როცა არსებობდა თუთბერიძეების და ჩერგოლეიშვილების კასტა, რომელიც ყველანაირ ბარიერს უქმნიდა ადამიანს ნებისმიერი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად, თუკი ის  გამოხატავდა თავის დადებით დამოკიდებულებას მართლმადიდებლური ეკლესიის და ქართული ტრადიციების მიმართ“,- განაცხადა კუკავამ.

კუკავა ასევე აღნიშნავს, რომ მისი აზრით, მთავარი ბარიერი რატომაც არ ინიშნება ამ თანამდებობაზე დიმიტრი ლორთქიფანიძე არის ის, რომ მან საჯაროდ გამოხატა არაორაზროვანი პოზიცია მართლმადიდებლური ეკლესიის და მართლმადიდებლური ტრადიციების მიმართ.