რონალდ რეიგანი: ბატონო გორბაჩოვ, ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!

რონალდ რეიგანი: ბატონო გორბაჩოვ, ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!

გერმანია ბერლინის კედლის დანგრევის 23-ე წლისთავს აღნიშნავს. თითქმის 30 წლის შემდეგ,  გაყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის და ფედერაციული რესპუბლიკის შეერთების აღსანიშნავად, ბერლინში სპეციალური ღონისძიებები გაიმართება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გიდო ვესტერველეს განცხადებით, გერმანელებს ამ კედლის დანგრევის შემდეგ, შანსი მიეცათ „ყველაფერი თავიდან დაეწყოთ. გერმანელებს შესანიშნავი მიზეზი გააჩნიათ მადლობის თვალით და ბედნიერად შეხედონ იმ ყველაფერს, რასაც მათ მიაღწიეს. გერმანელები მიხვდნენ  რომ ის, რაც თავდაპირველად შეიძლება შეუძლებელი გეჩვენოთ, შესაძლებელი შეიძლება აღმოჩნდეს“,-აღნიშნა ვესტერველემ.

ბერლინის კედელი 1961 წელს აღმართეს, რამაც გერმანია ორ ნაწილად გაყო. იდეა გდრ-ს ხელმძღვანელს ვალტერ ულბრიხტს ეკუთვნოდა, რადგან მასიურად ხდებოდა სამუშაო ძალის გადინება მეორე გერმანიაში. 28 წლის განმავლობაში, კედელზე გადაძრომისას და ფედერაციულ რესპუბლიკაში გაქცევის მცდელობისას, 136 ადამიანი დაიღუპა.

1987 წელს ბრანდერბურგის ჭიშკართან ამერიკის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ცნობილი სიტყვები წარმოთქვა და სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს მიხეილ სააკაშვილს მიმართა: „გენერალურო მდივანო გორბაჩოვ, თუ საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და ლიბერალიზაცია გსურთ, ამ კარიბჭესთან მოდით. ბატონო გორბაჩოვ, გახსენით ეს კარიბჭე. ბატონო გორბაჩოვ, ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!“

1989 წელს საბჭოთა კავშირში დაწყებული „პერესტროიკის ფონზე“, მიხეილ გორბაჩოვმა კედლის დაშლის ბრძანება გასცა. ამ პროცესში მაშინდელი სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე აქტიურად მონაწილეობდა.

ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, დასავლეთ გერმანიაში 3 დღის განმავლობაში 15 000 ადამიანი გაიქცა.