ბარაკ ობამა ცრემლებს ისევ ვერ იკავებს

ბარაკ ობამა ცრემლებს ისევ ვერ იკავებს

ამერიკის ხელმეორედარჩეულმა პრეზიდენტმა ცრემლები ისევ ვერ შეიკავა, როდესაც თავის მომხრეებს ჩიკაგოში მიმართა და თავის საარჩევნო  შტაბის წევრებს მადლობა გადაუხადა.

„ის ძალისხმევა, რაც თქვენ გამოიყენეთ, ნიშნავს, რომ სამუშაო, რომელსაც მე ვასრულებ, მნიშვნელოვანია. მე ძალიან ვამაყობ ამით. მე ძალიან ვამაყობ თქვენით“,-განაცხადა ობამამ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ცრემლებს ვერ იკავებს საზოგადოების წინაშე. ობამამ არჩევნების დღეს აიოვაშიც იტირა.

ბარაკ ობამას ცრემლების სულაც არ შეეფერებოდა იმას, რის განხილვასაც ობამა თეთრ სახლში  აპირებდა-რა ნაბიჯებს გადადგამს ამერიკა, რათა შეძლოს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდი ტემპის შენარჩუნება და სახელმწიფო ვალის შემცირება. ამავე შეხვედრაზე მასმედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი მიანმარს ეწვევა და ის იქნება ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანაში ჩავა. თეთრ სახლს ოფიციალურად ამ ვიზიტის შესახებ არ განუცხადებია, თუმცა მასმედიის ინფორმაციით, ვიზიტი ნოემბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.