საქალაქო სასამართლოში  დაკავებული მაღალჩინოსნების: ახალაიას, კალანდაძისა და შამათავას    პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში დაკავებული მაღალჩინოსნების: ახალაიას, კალანდაძისა და შამათავას პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში დაკავებული მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  პროცესს საპარლამენტო უმცირესობის წევრები და დაკავებულების ახლობლები ესწრებიან, თუმცა მსურველთა ნაწილმა სასამართლო დარბაზში შესვლა ვერ მოახერხა და ისინი გადაწყვეტილებას გარეთ ელოდებიან.

შენობის გარეთ აღმოჩნდნენ,  ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი რამაზ ნიკოლეიშვილი და პარლამენტის წევრი აკაკი ბობოხიძე.

სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

უმცირესობის წევრების განცხადებით, ყველა დეპუტატი ბაჩო ახალაიას თავდებში უდგება. მათი თქმით, აღნიშნული 29 კაციანი სათავდებო სია სასამართლოში პარლამენტარმა აკაკი მინაშვილმა შეიტანა.

სხდომის დასრულებას შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ელოდებიან.

სასამართლოსთან იმყოფება  „კომედი შოუს“ მონაწილე ნიკა გრიგოლიაც. მისი თქმით, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ბაჩო ახალაიას და აინტერესებთ, თუ როგორ დასრულდება დღევანდელი სასამართლო პროცესი.