სწრაფი გადახდის აპარატის ქურდობის მცდელობის ფაქტზე გარი ხარაიშვილი დააკავეს

სწრაფი გადახდის აპარატის ქურდობის მცდელობის ფაქტზე გარი ხარაიშვილი დააკავეს

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა სწრაფი გადახდის აპარატის ქურდობის მცდელობის ფაქტზე მოქალაქე გარი ხარაიშვილი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავება ქალაქ ქუთაისში ტაბიძის ქუჩაზე მოხდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული.