პარლამენტში ვასილ  ჭყოიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

პარლამენტში ვასილ ჭყოიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

პარლამენტში აწ გარდაცვლილი ექსპერტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელის, ვასილ ჭყოიძის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ბიუროს სხდომაზე ჭყოიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააჟღერა.

„სამწუხაროდ, ჭყოიძე გარდაიცვალა, ჩვენ პანაშვიდზე ვიყავით და ხვალ არის გასვენებაა.  აპარატიდან ვისაც წასვლის სურვილი ექნება, მათ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს“, - დასძინა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვასილ ჭყოიძე რამდენიმე დღის წინ, გულის შეტევით გარდაიცვალა.