მაია ხასია: მსჯავრდებულთა სურვილის მიხედვით, თანამდებობის პირთა გათავისუფლება დაუშვებელია

მაია ხასია: მსჯავრდებულთა სურვილის მიხედვით, თანამდებობის პირთა გათავისუფლება დაუშვებელია

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მაია ხასიას განცხადებით, ადამიანების თანამდებობიდან გათავისუფლება  იმიტომ, რომ ის ვინმეს არ მოსწონს დაუშვებელია.

მისი თქმით, ყველა ინფორმაციის მოკვლევა მოხდება, თუმცა მსჯავრდებულთა სურვილის მიხედვით, თანამდებობის პირთა გათავისუფლება დაუშვებელია და არ მოხდება.

ამასთან, ხასიას ინფორმაციით, დილის მდგომარეობით ქსნის მე-15 დაწესებულებაში სიტუაცია აბსოლუტურად სტაბილური იყო.

„დილით იყო ასეთი ფაქტი, რომ დაწესებულებაში გარეთ მყოფი ადამიანები არ უშვებდნენ კვების პროდუქტით დატვირთულ მანქანას. იქ 3 400 მსჯავრდებული იმყოფება, შესაძლოა ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს რთული, არ შეიძლება მასთან მისასვლელი გზა გადაკეტო,  კარგია, თუ ამას გაითვალისწინებენ“,- განმარტა ხასიამ.