მოუტანს თუ არა ობამას გამარჯვებას ისევ  ვირჯინია?

მოუტანს თუ არა ობამას გამარჯვებას ისევ ვირჯინია?

ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ ერთი დღე რჩება, ბარაკ ობამას კი ისევ ვირჯინიის შტატის იმედი აქვს და წინა დღეს ყველაზე მძლავრი არტილერია სწორედ ამ შტატისკენ მიმართა.

ვირჯინიის შტატს ამომრჩეველთა კოლეგიაში 13 გადამწყვეტი ხმა აქვს, სწორედ ამიტომ საპრეზიდენტო კანდიდატები დიდ იმედებს სწორედ ამ შტატზე ამყარებენ.

„ბარაკ ობამას კარგად ესმის ის პრობლემები, რაც ვირჯინიის მოსახლეობას აწუხებს-ეკონომიკა, განათლება და ჯანდაცვის პრობლემები და რაც მთავარია, ვირჯიანიას სჯერა ობამასი“,-აცხადებენ ვირჯინიელები.

ბარაკ ობამას წინასაარჩევნო მიტინგს შტატში 24 ათასი ადამიანი დაესწრო, ეს სარეკორდო ციფრია. ვირჯინაიაში ობამას მხარს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონიც უჭერდა.