სირიელი აჯანყებეულებები ასადის  სამხედრო აეროდრომს უტევენ

სირიელი აჯანყებეულებები ასადის სამხედრო აეროდრომს უტევენ

 სირიელმა აჯანყებულებმა ალეპოს სამხრეთ-დასავლეთით ტაფტანაზში განლაგებულ სამხედრო აეროდრომზე შეტევის შესახებ განაცხადეს.

აეროდრომს აჯანყებულთა ხუთი კარგად შეიარაღებული რაზმი შეუტევს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაშარ ასადის რაზმებს გაძლიერებული კონტროლი აქვთ დაწესებული ტაფტანაზის აეროდრომზე.

იმ შემთხვევაში, თუ აჯანყებულები შეძლებენ ხელში ჩაიგდონ აეროდრომი, მაშინ ისინი ალეპოსა და დამასკოს შორის, მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზის გაკონტროლებას შეძლებენ.

აეროდრომის ხელში ჩაგდება აჯანყებულებს საშუალებას მისცემს მათ წინააღმდეგ მიმართული ასადის რაზმების საჰაერო თავდასხმები აკონტროლონ.