საპარტნიორო ფონდს ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს

საპარტნიორო ფონდს ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს

პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად ირაკლი კოვზანაძე ინიშნება.

ივანიშვილის თქმით, კოვზანაძესთან მოლაპარაკებები რამდენიმე თანამდებობასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, თუმცა მისთვის საუკეთესო თანამდებობა შეირჩა.

„მას აქვს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია. მოხიბლული ვარ მისი წარსულით, გნებავთ, ოჯახური მდგომარეობით“, - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ხელმძღვანელობდა.