ლანა დელ რეი „H&M“-ისა და  „Jaguar“-ის შემდეგ „Versace“ -ს  სარეკლამო სახე ხდება  (VIDEO)

ლანა დელ რეი „H&M“-ისა და „Jaguar“-ის შემდეგ „Versace“ -ს სარეკლამო სახე ხდება (VIDEO)

ლანა დელ რეი, მუსიკალური სამყაროს შემდეგ მოდის ინდუსტრიის მწვერვალებს იპყრობს.

„H&M“-ისა და „Jaguar“-ის შემდეგ ლანა ოფიციალურად გახდა, მსოფლიოში ცნობილი, კიდევ ერთი მოდური ბრენდის „Versace“ - ს სარეკლამო სახე. ამის შესახებ ინფორმაციას, მომღერალი თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

სარეკლამო ფოტოები უკვე გადაღებულია და საზოგადოება სრულად,მას მალე იხილავს. იქამდე კი, გამოჩნდა ორი კადრი, რომლიდანაც ნათელია, რომ ლანა „Versace“ - ს სარეკლამო კამპანიაში დახვეწილი და მიმზიდველი ქალის იმიჯით მოგვევლინება.